ახალი ამბები

ნატოს ახალი შტაბ–ბინა 1 მილიარდი ევრო დაჯდება

7 თებერვალი, 2011 • 1347
ნატოს ახალი შტაბ–ბინა 1 მილიარდი ევრო დაჯდება

ნატოს ახალი შტაბ–ბინა, რომელიც ბრიუსელში შენდება, ალიანსს 1 მილიარდი ევრო დაუჯდება – ამ ინფორმაცია Monsters& Critics.com ავრცელებს.

ნატოს ოფიციალურ პირებს მიაჩნიათ, რომ უკვე შეუძლებელია მუშაობის გაგრძელება იმ შენობაში, სადაც ნატოს შტაბ–ბინა 1967 წლიდან ფუნქციონირებს. ამის შემდეგ ნატოს შემადგენლობა 15–დან 28 წევრ ქვეყნამდე გაიზარდა, რის გამოც შენობაში არ არის საკმარისი ოთახები ქვეყნების დელეგაციების განსათავსებლად.

„ჩვენი ამჟამინდელი შენობა უბრალოდ ვერ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც ჩვენ მას ვუყენებთ. ის ძალიან პატარაა და არაეფექტურია“ – განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ახალი შენობა ბრიუსელში ძველი შტაბ–ბინის მოპირდაპირე მხარეს შენდება.

რასმუსენმა, ასევე, განმარტა, რომ ახალი კომპლექსის მშენებლობა იმაზე გაცილებით იაფი ჯდება, ვიდრე ეს მანამდე იყო ნავარაუდევი.

მასალების გადაბეჭდვის წესი