ახალი ამბები

2015 წელს ოჯახში ძალადობის მუხლით რეგისტრირებული დანაშაული 50%–ით გაიზარდა

20 იანვარი, 2016 • 1447
2015 წელს ოჯახში ძალადობის მუხლით რეგისტრირებული დანაშაული 50%–ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინსიტროს ცნობით, 2015 წელს, ყველა საგამოძებო უწყების მონაცემებით, ოჯახში ძალადობის მუხლით სულ დარეგისტრირდა 963 დანაშაული, რაც 50%–ით მეტია ამავე მუხლით 2014 წელს რეგისტრირებულ 642 დანაშაულზე.

უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2015 წელს 126 პრიმა მუხლით (ოჯახში ძალადობა) რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი იყო 81.93%, ხოლო 2014–ში – 70.09%.

ასევე გაზრდილია დანაშაული ოჯახისა და არასრულწლოვნის წინააღმდეგ. 2014 წელს 4 დანაშაული იყო დარეგისტრირებული, 2015–ში კი – 16.  რეგისტრირებული 8 დანაშაულიდან რვავე არის გახსნილი.

რაც შეეხება დანაშაულს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ, 2015 წელს რეგისტრირებულია 274 დანაშაული, რაც 109.16%–ით აღემატება 2014 წელს რეგისტრირებულ დანაშაულს სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ.

2014 წელთან შედარებით, 18.14%–ით არის გაზრდილი დანაშაული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ – 2015 წელს 495 დანაშაული დარეგისტრირდა.

შსს–ს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკით, 2015 წელს, ყველა საგამოძებო უწყების მონაცემით, სულ რეგისტრირებულია 35 096 დანაშაული, საიდანაც გახსნილია 60.34%.

მასალების გადაბეჭდვის წესი