ახალი ამბები

შსს: სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 2015 წელს 13.01%–ით გაიზარდა

20 იანვარი, 2016 • 1290
შსს: სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 2015 წელს 13.01%–ით გაიზარდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს 2015 წელს (იანვარ–დეკემბერი) რეგისტრირებული დანაშაულის სტატისატიკას, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს ყველა საგამოძებო უწყების მონაცემებით, სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული 2014 წელთან შედარებით 13.01%–ით არის გაზრდილი.

კერძოდ, 2014 წელს რეგისტრირებულია 661 დანაშაული, გახსნის მაჩვენებლით 29.8%, ხოლო 2015 წელს რეგისტრირებულია 747 დანაშაული, საიდანაც 28.51%  გახსნეს.

სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებიდან 2015 წელს განზრახ მკვლელობის მუხლით დარეგისტრირდა 94 დანაშაული, საიდანაც 79 გაიხსნა. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით – 17 დანაშაული, საიდანაც 11  გაიხსნა. მკვლელობის მცდელობის მუხლით – 98 დანაშაული, საიდანაც 88 გაიხსნა.

თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით 2015 წელს რეგისტრირებული 395 დანაშაულიდან გახსნილი არც ერთი არ არის. ხოლო 2014 წელს რეგისტრირებული 334 დანაშაულიდან 3 არის გახსნილი.

საქართველოს ყველა საგამოძიებო უწყების მიერ 2015 წელს სულ დარეგისტრირდა 35 096 დანაშაული, რომელთაგან 21176  გაიხსნა. 2015 წელს რეგისტრირებული დანაშაული 2014 წლის მაჩვენებელზე 3.92%–ით ნაკლებია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი