ახალი ამბები

ISIS მისი ბოევიკების ხელფასების შემცირებას გეგმავს

20 იანვარი, 2016 • 1095
ISIS მისი ბოევიკების ხელფასების შემცირებას გეგმავს

ექსტრემისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” გეგმავს, მის ბოევიკებსა და წევრებს ხელფასები ორჯერ შეუმციროს.

დოკუმენტი შესაბამისი ინფორმაციით ადამიანის უფლებების შესახებ ბრიტანეთში ბაზირებულმა სირიულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი აუცილებლობით არის გამოწვეული და ხელფასების შემცირება ყველას შეეხება. ამავე დოკუმენტის მიხედვით, ISIS-ს ბოევიკების ხელფასები თვეში 400-დან 1200 აშშ დოლარამდეა.

როგორც გამოცემა წერს, დაფინანსების შემცირება, შესაძლოა, ისლამური სახელმწიფოს კონტროლირებად ნავთობის ობიექტებზე ავიადარტყმების შედეგი იყოს.

2016 წლის დასაწყისიდან აშშ-მა და მისმა მოკავშირეებმა ერაყსა და სირიაში 270-ზე მეტი სამიზნე გაანადგურეს.

ისლამური სახელმწიფო ტერორისტულ დაჯგუფებად არის ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი