ახალი ამბები

6 მილიონი ახალი პარკისთვის

7 თებერვალი, 2011 • • 1242
6 მილიონი ახალი პარკისთვის

პრეზიდენტის რეზიდენციასთან, მშვიდობის ხიდის გასწვრივ, ახალი პარკი შენდება. რიყე პარკი, როგორც პროექტის ავტორები მას უწოდებენ, 6 მილიონ ლარზე მეტი ჯდება.

ესპანურ კომპანიას სიემდი ინჟინეროს, რომელიც პარკის სამუშაოებს ატარებს, თავის ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზე რიყე პარკის ბიუჯეტად 2 449 392 ევრო აქვს მითითებული (6 074 492 ლარი, 07.02.2010 კურსით). ამავე საიტზე ნათქვამია, რომ რიყე პარკისთვის ფული ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდიდან არის გამოყოფილი.

51 ათას მ2 ფართობის პარკი საქართველოს რუკის ფორმას იმეორებს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეს აქ თავისი ფუნქციები აქვს – ნათქვამია პარკის აღწერილობაში.


მასალების გადაბეჭდვის წესი