ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ადვოკატი ამალ კლუნი მზად არის ხადიჯა ისმაილოვას ინტერესები დაიცვას

19 იანვარი, 2016 • 1765
ადვოკატი ამალ კლუნი მზად არის ხადიჯა ისმაილოვას ინტერესები დაიცვას

ადამიანის უფლებების დამცველი, ადვოკატი ამალ კლუნი მზად არის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, ხადიჯა ისმაილოვას ინტერესები დაიცვას. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფალი ევროპა ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, ისმაილოვა და მისი ადვოკატი კლუნის შეთავაზების განხილვას აპირებენ.

ისმაილოვას 2015 წლის სექტემბერს, აზერბაიჯანის სასამართლოს გადაწყვეტილებით, 7.5 წლით პატიმრობა მიესაჯა. მან ეს გადაწყვეტილება სტრასბურგში გაასაჩივრა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ოთხი თვე მისცა აზერბაიჯანის ხელისუფლებას იმისთვის, რომ ხადიჯა ისმაილოვას საქმეზე სასამართლოს კითხვებს უპასუხოს. სტრასბურგის სასამართლომ აზერბაჯანელი ჟურნალისტის საჩივარი 8 სექტემბერს მიიღო და ოფიციალური ბაქოს პასუხს 2016 წლის 15 იანვრამდე ელოდებოდა.

ისმაილოვა რადიო თავისუფალი ევროპის გამომძიებელი ჟურნალისტია.

ამალ კლუნი ლონდონში ბაზირებული ცნობილი ადვოკატი, აქტივისტი და მწერალია. ის სპეციალიზირებულია საერთაშორისო სამართალსა და ადამიანის უფლებების სფეროებში. მისი კლიენტების სიაში შედიან ვიკილიქსის დამფუძნებელი ჟულიან ასანჟი და უკრაინის ყოფილი პრემიერი იულია ტიმოშენკო.

მასალების გადაბეჭდვის წესი