ახალი ამბები

სირიაში კიდევ ორი პანკისელი დაიღუპა

18 იანვარი, 2016 • 1196
სირიაში კიდევ ორი პანკისელი დაიღუპა

ახმეტაში, ჯოყოლოს ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი ოთარ მუთოშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას ამბობს, რომ პანკისის ხეობიდან წასული ორი ახალგაზრდა, თუქროშვილი და ფარეულიძე სირიაში დაიღუპნენ.

მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია ამ ახალგაზრდების ოჯახებისგან დღეს დილით შეიტყო. ოჯახის ინფორმაციით, ეს ახალგაზრდები სირიაში “ისლამური სახელმწიფოს” მხარეს იბრძოდნენ.

ოთარ მუთოშვილის თქმით, ერთი მათგანი სოფელ ბირკიანში, მეორე კი სოფელ ომალოში ცხოვრობდა. მას არ აქვს ინფორმაცია, თუ რამედენი ხანია, რაც ეს ადამაინები სირიაში იმყოფებიან.

კახეთის საინფორმაციო ცენტერის ინფორმაციით, როგორც 24 წლის რამზან ფარეულიძე, ასევე 22 წლის მუხმად თურქოშვილი სირიაში  დაახლოებით 1 წლის წინ წავიდნენ. მათივე ცნობით, სირიაში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი