ახალი ამბები

ნარმანია: ბოდოკიას პანორამა თბილისის პროექტთან შეხება არ ჰქონია

15 იანვარი, 2016 • 1701
ნარმანია: ბოდოკიას პანორამა თბილისის პროექტთან შეხება არ ჰქონია

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მცირე კომენტარი გააკეთა პატიმრობაში მყოფი მერიის ყოფილი მაღალჩინოსნის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

ჯოკია ბოდოკიამ, რომელიც ქრთამის აღებაშია ბრალდებული და აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა აქვს შეფარდებული, 15 იანვარს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ პროკურატურა მისგან თბილისის ყოფილი ვიცემერის, ალექსანდრე მარგიშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას ითხოვდა.

“არ მომისმენია ბოდოკიას განცხადება, თუმცა შემიძლია აღვნიშნო, რომ მას რაიმე სახის შეხება “პანორამა თბილისის” პროექტთან, ისევე როგორც ამ გადაწყვეტილებებთან არ ჰქონია.  მას ეს არც სამსახურებრივად ეხებოდა და ევალებოდა”, – განაცხადა ნარმანიამ ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი