ახალი ამბები

GFF-სა და “სოკარს” შორის კონტრაქტის განახლება იგეგმება

15 იანვარი, 2016 • 2085
GFF-სა და “სოკარს” შორის კონტრაქტის განახლება იგეგმება

კომპანია “სოკარი” საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან თანამშრომლობას გააგრძელებს. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, “სოკარსა” და საქართველოს სპორტულ ფედერაციას შორის არსებული შეთანხმება დაფინანსების შესახებ უახლოეს მომავალში კიდევ გაფორმდება.

არსებულ ხელშეკრულებებს ვადა 2016 წლის 1 იანვარს გაუვიდა, ამიტომ განახლებული ვერსიების შესამუშავებლად ამჟამად მოლაპარაკებები მიმდინარეობს კომპანიასა და ფეხბურთის ფედერაციას შორის.

დღეს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანული კომპანია საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებასაც წყვეტს.

კომპანია “სოკარი” 2012 წლიდან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ფინანსური პარტნიორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი