ახალი ამბები

BBC: სიერა ლეონეში ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

15 იანვარი, 2016 • 1517
BBC: სიერა ლეონეში ებოლას ვირუსის ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

აფრიკის კიდევ ერთ ქვეყანაში ებოლას ვირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. BBC-ის ცნობით, ოფიციალურმა პირებმა სიერა ლეონედან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას (WHO) უკვე დაუდასტურეს ინფორმაცია. ქვეყანაში ვირუსის ბოლო შემთხვევა 7 ნოემბერს გამოვლინდა.

WHO ვირუსის კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი გავრცელების საფრთხეს ხედავს, ამიტომ აფრიკის ქვეყნებისათვის სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს.

სიერა ლეონეში 2013 წლის დეკემბრის შემდეგ ებოლას ვირუსით დაახლოებით 4,000 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო რეგიონში- 11,000-ზე მეტი. ყველაზე მეტი შემთხვევა კი ლიბერიაში გამოვლინდა.

სტატისტიკური მონაცემები აფრიკის ქვეყნებში ებოლასის ვირუსის გავრცელების შესახებ. წყარო: BBC

სტატისტიკური მონაცემები აფრიკის ქვეყნებში ებოლასის ვირუსის გავრცელების შესახებ. წყარო: BBC

მასალების გადაბეჭდვის წესი