ახალი ამბები

All Star-ის წინასწარი შედეგებით, ზაზა ფაჩულია კვლავ მე-8 ადგილზეა

14 იანვარი, 2016 • 2614
All Star-ის წინასწარი შედეგებით, ზაზა ფაჩულია კვლავ მე-8 ადგილზეა

NBA-ის გამოკითხვის მესამე წინასწარი შედეგებით, ქართველი კალათბურთელი ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის 15 ფორვარდთა შორის კვლავ მე-8 ადგილს ინარჩუნებს. ამჯერად “დალას მავერიქსის” ცენტრმა 299,584 ხმის მოგროვება შეძლო, რაც წინა კვირის შედეგზე 105,000 ხმით მეტია.

ხმის მიცემის განახლებული შედეგები გულშემატკივრებს კალათბურთის ასოციაციამ დღეს წარუდგინა. დასავლეთ კონფერენციიდან რეიტინგში პირველ პოზიციას კობი ბრაიანტი იკავებს 1,5 მლნ-ზე მეტი ხმით. ხმის მიცემა 18 იანვარს დასრულდება.

zazusha

 

“ყველა ვარსკვლავის” მონაწილე კალათბურთელების შესარჩევად ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაცია კონკურსს ონლაინ რეჟიმში, სოციალურ ქსელებში ატარებს.

გულშემატკივრებს საყვარელი სპორტსმენის სახელისა და ჰაშთაგის #NBAvote გამოყენებით შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში. ერთი დღის განმავლობაში ერთი IP მისამართიდან მხოლოდ 1 ხმის მიცემაა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი