ახალი ამბები

აქცია მანუჩარ სიგუას მხარდასაჭერად

1 თებერვალი, 2011 • 1734
აქცია მანუჩარ სიგუას მხარდასაჭერად

აქცია
აქცია

თბილისის პოლიციის სამმართველოსთან დღეს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარის მანუჩარ სიგუას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. სიგუას სოლიდარობა დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და თავად დევნილებმა გამოუცხადეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის წევრებს აშინებენ და დევნიან. ,,მანუჩარ სიგუა სუბელიანის პირადი პატიმარია. სამწუხაროდ, ჩვენი მოძრაობის ბევრი წევრი არანაკლებ მძიმე დღეშია, მათ გამუდმებით დევნიან და აშინებენ”, – ამბობს დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ომანიძე.

,,ყველამ უნდა გაიგოს, რომ სააპელაციო სასამართლომ ჩვენი სარჩელი არ განიხილა. ჩვენ ვასაჩივრებდით სააკაშვილის მსახური მოსამართლეების – შარაძის და ჭიჭინიშვილის უსამართლო გადაწყვეტილებას’’, – აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი.

მანუჩარ სიგუა ბაგებში, სტუდქალაქის მიმდებარე ტერიტორიიდან, დევნილების გამოსახლებისას დააკავეს. მას ბრალად ედება პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევა და წვრილმანი ხულიგნობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 20 იანვარს სიგუას 14 –დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი