ახალი ამბები

თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე ნარმანიამ გიორგი ლილუაშვილი წარადგინა

14 იანვარი, 2016 • 2501
თბილისის მერის მოადგილის პოზიციაზე ნარმანიამ გიორგი ლილუაშვილი წარადგინა

თბილისის მერმა დავით ნარმანამ მერის მოადგილის ვაკანტურ თანამდებობაზე გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დაასახელა.

თბილისის მერიის ცნობით,  გიორგი ლილუაშვილი განათლებით ეკონომისტია. მას აქვს საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მაგისტრის ხარისხი. იგი 1999 წლიდან მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში.

„გიორგი ლილუაშვილი გახლავთ „ქართუ ჯგუფის“ წევრი და წლების განმავლობაში მუშაობდა სხცადასხვა წამყვან თანამდებობებზე შპს „ბურჯში“, „ქართუ ჯგუფში“, „ქართუ მშენებელსა“ და ბანკ „ქართუში”. მას გააჩნია ის უნარ-ჩვევები, გამოცდილება და ცოდნა, რაც აუცილებელია, რომ ჰქონდეს კარგ მენეჯერს. მინდა წარმატებები ვუსურვო მას და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად განვაგრძობთ იმ უმნიშვნელოვანესი საქმის კეთებას, რომლის შედეგიც ჩვენი დედაქალაქის – თბილისის განვითარება და წინსვლა იქნება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

თბილისის საკრებულოს გიორგი ლილუაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად დღესვე წარედგინება.

მასალების გადაბეჭდვის წესი