ახალი ამბები

საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 14 იანვარს

14 იანვარი, 2016 • 2592
საავტომობილო გზებზე არსებული ვითარება 14 იანვარს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისათვის მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, მოძრაობის სპეციალური რეჟიმები მოქმედებს საავტომობილო გზების 4 მონაკვეთზე.

 

  1. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) ახალქალაქინინოწმინდის (სომხეთის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ90-კმ112 (ნინოწმინდასომხეთის საზღვარი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
  2. თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთასტეფანწმინდალარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  3. თოვლის და ლიპყინულის გამო, ზუგდიდიჯვარიმესტიალასდილის საავტომობილო გზის კმ100-კმ188 (ლახამურაუშგული) მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ხოლო კმ1-კმ99  (ზუგდიდილახამურა) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
  4. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო (ძლიერი ქარბუქის და დაბალი ხილვადობის გამო), კოდაფარცხისიმანგლისიწალკანინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე (ნარდევანიროდიონოვკა(ფარავანი) მონაკვეთზე კმ94–კმ110), ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია”.

მასალების გადაბეჭდვის წესი