ახალი ამბები

დეპრესიის განკურნების ახალი მეთოდი

1 თებერვალი, 2011 • 1065
დეპრესიის განკურნების ახალი მეთოდი

ბრიტანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დეპრესიის განკურნება არა მხოლოდ აბების საშუალებით, ქირურგიული ჩარევითაც შესაძლებელია.

სწორედ ასე განიკურნა ათწლიანი დეპრესიისგან 62 წლის ბრიტანელი ქალბატონი შეილა ქუკი, იუწყება ტელეგრაფი.

62 წლის შეილას ექიმების მიერ წლების მანძილზე შეთავაზებულ მკურნალობას შედეგი არ ჰქონია.  საბოლოოდ მას ე.წ. ტვინის ღრმა სტიმულაცია შეთავაზეს, რომლის დროსაც ნეიროქირურგები უშუალოდ ტვინის იმ ნაწილებს ეხებიან, რაზეც ადამიანის დეპრესიული მდგომარეობაა დამოკიდებული. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რამდენიმე კვირაში ქალბატონს ბედნიერებისა და სიამოვნების განცდა დაუბრუნდა.

„პირველად ათი წლის შემდეგ თავს ბედნიერად ვგრძნობ, ექიმებმა ცხოვრება დამიბრუნეს“, –ამბობს ბრიტანელი ქალბატონი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი