ახალი ამბები

ლავრენტი ალანია: “მთავარია სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე მძღოლების სამუშაო ადგილების შენარჩუნება”

1 თებერვალი, 2011 • 1059
ლავრენტი ალანია: “მთავარია სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე მძღოლების სამუშაო ადგილების შენარჩუნება”

თბილისის მერიის სპეციალურმა კომისიამ ქალაქის სამარშრუტო ხაზებზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული გადამზიდავი კომპანიები გამოავლინა, რომლებთანაც დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირი.

„ამ მემორანდუმის ერთ–ერთი მთავარი მიზანი სამარშრუტო ტაქსებზე მომუშავე მძღოლების სამუშაო ადგილების შენარჩუნებაა“, – აცხადებს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების მუშაკთა პროფკავშირის თავმჯდომარე ლავრენტი ალანია.

M2 კატეგორიის ავტობუსებით რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაპოვებლად კონკურსი თბილისის მერიამ 2010 წლის 6 დეკემბერს გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიები გუშინ გამოვლინდა, ესენია:

ვაკესაბურთალოს რაიონი  –  შპსთბილ ლაინი

ძველი თბილისიდიდგორის რაიონიშპსკაპიტალ გრუპი

დიდუბეჩუღურეთის რაიონიშპსთბილ ქარი

გლდანინაძალადევის რაიონიშპსთბილ ლაინი

ისანისამგორის რაიონიშპსფაბლიქ ქარი

გამარჯვებულ კომპანიებს ნებართვა ერთჯერადად, 20 წლის ვადით ეძლევათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი