ახალი ამბები

მანიფესტი: სტუდენტები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტში ფასდაკლებას ითხოვენ

13 იანვარი, 2016 • 1276
მანიფესტი: სტუდენტები რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტში ფასდაკლებას ითხოვენ

ვებ-გვერდ manifest.ge-ზე გამოქვეყნებულ პეტიციაში რუსთაველ სტუდენტთა ასოციაცია რუსთავი-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფის დაწესებას მოითხოვს. მანიფესტის ადრესატები რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულო არიან. ამ დროისათვის პეტიციას 1800-მდე ადამიანი აწერს ხელს.

როგორც სტუდენტები აცხადებენ, მათ შესაბამისი განცხადებით მიმართეს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას, თუმცა მერიამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

“რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციამ 17.12.15 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიტანა წერილის სახით განცხადება, რომლითაც მიმართა ქალაქის მერს, რომ 2016 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინებულიყო რუსთავ-თბილისის სამარშრუტო ტრანსპორტზე სტუდენტური ტარიფი არაუმეტეს 75 თეთრისა, რაც ხელს შეუწყობს რუსთავში მცხოვრებ სტუდენტთა მძიმე სოციალური ფონის გაუმჯობესებას. ხოლო აღნიშნული სხვაობა (55 თეთრი) სუბსიდირებულიყო ქალაქის ბიუჯეტიდან ან მოლაპარაკებოდნენ კომპანიას, რომელიც ოპერირებს აღნიშნულ მარშრუტს.

აღნიშნული განცხადების პასუხად კი მივიღეთ წერილი, რომლითაც შეგვატყობინეს, რომ ადგილობრივი ბიუჯეტით არ არის გათვალისწინებული რუსთაველ სტუდენტთა სუბსიდირება ჩვენ მიერ შეთავაზებული ფორმით,” – ნათქვამია ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი