ახალი ამბები

“ტაბულის” ჟურნალისტების თქმით, რესტორან ჭაშნაგირში თავს დაესხნენ

12 იანვარი, 2016 • 2134
“ტაბულის” ჟურნალისტების თქმით, რესტორან ჭაშნაგირში თავს დაესხნენ

ტელეკომპანია “ტაბულა” ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლესელიძის ქუჩაზე, რესტორან “ჭაშნაგირში” მათ ჟურნალისტებს: ირაკლი კიკნაველიძეს, ლევან სუთიძეს, ნინო მაჭარაშვილსა და მათთან მყოფ პირს, ავთო ქორიძეს თავს დაესხნენ.

ლევან სუთიძე “ფეისბუკზე” წერს, რომ “ტაბულის” ჟურნალისტებს რესტორანში სამი ადამიანი დაესხა თავს. როგორც სუთიძე აცხადებს, თავდამსხმელებმა “ჭაშნაგირის” მაგიდები დალეწეს, ხოლო მათი მოტივი “ტაბულას” თანამშრომლების მხრიდან “ეკლესიის გინება” გახდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცემას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და დამატებით დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

ტაბულას თანამშრომლებს 5 წუთის წინ სამი ადამიანი დაგვესხა თავს ჭაშნაგირში ლესელიძეზე. პარტრულს ველოდებით. მოტივი: ეკლესიას რომ აგინებთ. დალეწეს მაგიდები.

Posted by Levan Mnateus Sutidze on Tuesday, January 12, 2016

მასალების გადაბეჭდვის წესი