ახალი ამბები

საქართველოში კომპიუტერული ქარხნის აშენებაზე ხელშეკრულება გაფრომდა

31 იანვარი, 2011 • • 957
საქართველოში კომპიუტერული ქარხნის აშენებაზე ხელშეკრულება გაფრომდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და კომპიუტერულ კომპანია „ალგორითმს“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა.

ხელშეკრულების ფარგლებში კომპანია “ალგორითმი” 2011 წლის ივნისისთვის უზრუნველყოფს საქართველოში კომპიუტერების ქარხნის აშენებას. ახალი კომპიუტერული ქარხანა ნეტბუქებს გამოუშვებს, რომლებიც პრეზიდენტის ინიციატივით წელს ყველა პირველკლასელს უსასყიდლოდ გადაეცემა.

ღონისძიებას მსოფლიოში ცნობილი კომპიუტერული ფირმის Intel-ის გლობალური განათლების პროექტის დირექტორი ბრაიან გონსალესიც დაესწრო. ინტელი პროექტის „კომპიუტერი პირველკლასელებისთვის“ მთავარი მხარდამჭერია.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ოფიციალური ვებ–გვერდის ინფორმაციით, მოსწავლეებისთვის ნეტბუკის გადაცემა მიზნად ისახავს განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ ინტეგრაციას განათლების საერთაშორისო სივრცეში.

– “ნეტბუკს დამხამრე  ხასიათი ექნება და მოსწავლეები მას სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად გამოიყენებენ. კომპიუტერში  ჩატვირთული იქნება სასწავლო პროგრამები და სახელმძღვანელოები, ასევე კლასგარეშე ლიტერატურა”.

მასალების გადაბეჭდვის წესი