ახალი ამბები

BBC: სტამბულში აფეთქების მსხვერპლთა უმეტესობა გერმანიის მოქალაქეა

12 იანვარი, 2016 • 1521
BBC: სტამბულში აფეთქების მსხვერპლთა უმეტესობა გერმანიის მოქალაქეა

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბულში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთაგან 9 გერმანიის მოქალაქეა. შემთხვევამ, ჯამში, 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ხოლო 15 მძიმედ დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა, აჰმედ დავითოღლუმ უკვე დაურეკა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს და მომხდარის შესახებ აცნობა.

პოლიცია გარდაცვლილების გვამებს გადაასვენებს. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის 9 გერმანიის . ფოტო: EPA/TOLGA BOZOGLU

პოლიცია გარდაცვლილების გვამებს გადაასვენებს. ბოლო მონაცემებით გარდაცვლილია 10 ადამიანი, მათ შორის 9 გერმანიის . ფოტო: EPA/TOLGA BOZOGLU

პოლიცია შემთხვევის ადგილზეა მობილიზებული. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

პოლიცია შემთხვევის ადგილზეა მობილიზებული. ფოტო: EPA/SEDAT SUNA

მასალების გადაბეჭდვის წესი