ახალი ამბები

იანუკოვიჩი ინვესტიციების მოზიდვას უკრაინელი ქალების სილამაზით აპირებს

28 იანვარი, 2011 • 1178
იანუკოვიჩი ინვესტიციების მოზიდვას უკრაინელი ქალების სილამაზით აპირებს

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი ქვეყანაში უცხოელი ინვესტორების მოზიდვას უკრაინელი ქალების სილამაზით აპირებს–წერს რია ნოვოსტი „უკრაინულ პრავდაზე“ დაყრდნობით.

იანუკოვიჩმა დღეს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფაგრლებში უკრაინელ ბიზნესმენთან და მეცენატთან, ვიქტორ პინჩუკთან შეხვედრისას 2010 წლის ევროპის ფეხბურთის  ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ პრომო–კამპანიის „ჩართე უკრაინა“ შესახებ ისაუბრა. საუბრის დროს კი აღნიშნა –„იმისათვის, რომ „ჩართო“ უკრაინა, საკმარისია მას შეხედო, მაშინ როდესაც კიევში წაბლი ყვავის და უკრაინის ქალაქებში ქალები გახდას იწყებენ. ეს მშვენიერია! –ციტირებს იანუკოვიჩის სიტყვებს „უკრაინული პრავდა“.  

მასალების გადაბეჭდვის წესი