ახალი ამბები

კახა კალაძე გაზპრომის საკითხზე ექსპერტებს შეხვდა

12 იანვარი, 2016 • 1566
კახა კალაძე გაზპრომის საკითხზე ექსპერტებს  შეხვდა

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე დღეს ექსპერტებს შეხვდა. ექსპერტებმა მინისტრთან შეხვედრაზე  გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკების პროცესი განიხილეს.

12484814_652761224827317_6346707579706406553_o

დღეს საქართველოს პარლამენტის საფინანსო–საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, თამაზ მეჭიაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ გაზპრომი საქართველოს ტერიტორიაზე გაზის გატარების სანაცვლოდ ითხოვს ანგარიშსწორებას არა ბუნებრივი აირით, არამედ – თანხით.

კალაძე გაზპრომის მხარეს რამდენჯერმე შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებების დეტალებს სამინისტრო ამ დრომდე არ ასაჯაროებს.

გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ საქართველომ გაზპრომთან მოლაპარაკებები დაიწყო რუსეთიდან გაზმომარაგების მოცულობის გაზრდის მიზნით, საზოგადოების ნაწილში პროტესტი გამოიწვია. ჩატარდა საპროტესტო აქციაც.

ამ დრომდე საქართველოს ძირითადი გაზმომმარაგებელი აზერბაიჯანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი