ახალი ამბები

თბილისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

12 იანვარი, 2016 • 1350
თბილისის მერის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

თბილისის მერის მოადგილემ, გიორგი სოლომონიამ თანამდებობა დატოვა. განცხადებას ამასთან დაკავშირებით თბილისის მერია ავრცელებს.

მერიის ცნობით, გიორგი სოლომონია თანამდებობიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გადასვლისთან დაკავშირებით, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა.

აღნიშნულ პოსტს გიორგი სოლომონია 2014 წლის აგვისტოდან იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი