ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე სავარაუდოდ შეიცვლება

12 იანვარი, 2016 • 3206
შინაგან საქმეთა მინისტრის ორი მოადგილე სავარაუდოდ შეიცვლება

ნეტგაზეთის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, დავით ხუციშვილი და თეიმურაზ მღებრიშვილი სავარაუდოდ შეიცვლებიან.

თეიმურაზ მღებრიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ 2014 წლის 11 დეკემბერს დაინიშნა. მანამდე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.

დავით ხუციშვილი კი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 2013 წლის ნოემბრიდან არის. იგი 2012–დან 2013 წლის ნოემბრამდე შინაგან საქმეთა სამინისტროს საფინანსო-სამეურნეო დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ნეტგაზეთმა მინისტრების გადაყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გადამოწმება შინაგან საქმეთა სამინისტროშიც სცადა, სადაც ამ დრომდე  კომენტარი არ გაუკეთებიათ.

UPDATE: ეკონომიკის სამინისტროდან ნეტგაზეთს შეატყობინეს, რომ დავით ხუციშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი