ახალი ამბები

ბურებისთავის სპეციალური საიტი შეიქმნა

28 იანვარი, 2011 • • 1099
ბურებისთავის სპეციალური საიტი შეიქმნა

საქართველოს მთავრობამ სამხრეთ აფრიკეილი ფერმერებისთვის სპეციალური საიტი – http://www.boers.ge შექმნა.

როგორც პროექტის მენეჯერი ჯუბა მარუაშვილი ამბობს, ეს არის საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ საინფორმაციო ტიპის ვეგბერდი.

საიტზე არის ინფორმაცია საქართველოს კუთხეების, კლიმატის, გადასახადების შესახებ. ასევე არის საერთაშორისო ახალი ამბები და საქართველოს ისტორიული ფაქტები.

ასევე საიტზე არის აპლიკაცია იმ ბური ფერმერებისთვის, რომლებიც საქართველოში გეგმავენ ჩამოსვლას მეურნეობის საწარმოებლად.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამჟამად მხოლოდ რამდენიმე ბური ფერმერი იმყოფება საქართველოში. ისინი სხვადსხვა კუთხეებში დადიან და საინვესტიციო გარემოს სწავლობენ.     

მასალების გადაბეჭდვის წესი