ახალი ამბებირეკლამა

BMW Club Georgia და „ვისოლი“ მსურველებს „ექსტრემალური ტაქსით“ მგზავრობას სთავაზობდნენ

11 იანვარი, 2016 • 2657
BMW Club Georgia და „ვისოლი“ მსურველებს „ექსტრემალური ტაქსით“ მგზავრობას სთავაზობდნენ

11 იანვარს BMW Club Georgia-მ და „ვისოლმა“ საახალწლო საქველმოქმედო აქცია  – „ექსტრემალურ ტაქსი“ (Extreme Taxi) გამართა და ნებისმიერ მსურველს დღის განმავლობაში  ქალაქის ცენტრალურ უბნებში სპორტული ავტომობილებით უფასო მგზავრობის შესაძლებლობა მიეცათ. თუ მგზავრებს ნებისმიერი თანხის გაღების სურვილი ჰქონდათ, მათ შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ ქველმოქმედებაში. შეგროვებული თანხა სრულად გადაეცემა ნუცუბიძის ქუჩაზე არსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლს.

 

ღონისძიება რესპუბლიკის მოედანზე დაიწყო და ოლიმპიური სოფლის  ტერიტორიაზე ექსტრემალური დარგის და დრიფტის ავტოშოუთი დასრულდა, სადაც მგზავრებს ადრენალინის შეგრძნების უნიკალური შესაძლებლობა მიეცათ.  

 

როგორც BMW Club Georgia -ს დამფუძნებელმა გიგი ტუღუშმა აღნიშნა, ღონისძიების მიზანი ავტოსპორტის კიდევ მეტად პოპულარიზაცია და ჯანსაღი ადრენალინის პროპაგანდის გაწევა იყო.

 

„ვისოლ ჯგუფის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი რუსუდან კბილაშვილი: „დღევანდელი აქციით გვსურდა გაგვეხანგრძლივებინა საახალწლო პოზიტიური განწყობა და ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებლობა მიგვეცა, უსწრაფესი, თანამედროვე სპორტული ავტომობილებით კომფორტულად მისულიყვნენ დანიშნულების ადგილას და თან მონაწილეობა მიეღოთ იმ ბავშვების მხარდაჭერაში. რომელთაც განსაკუთრებულად სჭირდებათ ზრუნვა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი