ახალი ამბები

ანონსი: 11 იანვარი

10 იანვარი, 2016 • 1888
ანონსი: 11 იანვარი

10:00 საათზე თბილისის მერი დავით ნარმანია, სამგორის რაიონში, მოსკოვის გამზირზე ახალი საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრება. მისამართი: მოსკოვის გამზირი, მე-5 კვარტალი, მე-11 კორპუსის მიმდებარედ. საკონტაქტო პირი: გვანცა პაპავაძე-591 004931

10:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” „საქართველოს ევროპელი დემოკრატების“ ლიდერი პაატა დავითაია ბრიფინგს გამართავს. თემები: გაზპრომი, ვიზალიბერალიზაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ახალი მოადგილეები და სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” ახალგაზრდული ცენტრი ბრიფინგს გამართავს. საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის კონტროლისა და უფრო დახვეწილი რეგულაციების დაწესების შესახებ. ასევე ამ ქეისის პრეზენტაცია მოხდება სხვადასხვა საზოგადოებრივ ჯგუფებთან და საბოლოო ვერსია დარეგისტრირდება პარლამენტში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” უფლებადამცველი გრიგოლ გაგნიძე და ახალგორის რაიონის 300-მდე დევნილის წარმოამდეგენელი, 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებული ნუგზარ ოდიშვილი, დევნილების კონპენსაციების გაცემის კორუფციულ სქემებსა და მათ მფარველებზე ისაუბრებენ. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22

11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის წარმომადგენელი ზვიად კუპრავა, მოკლული ვალერი მასურაშვილის დედა-ანა აზაურშვილთან ერთად შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიაში ჩასმისა და მისი საპყრობილიდან გათავისუფლების თაობაზე პრესკონფერენციას გამართავს.

11:00 საათზე თბილისის საკრებულოს წევრი მანუჩარ მაჩაიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ჯიქიას ქუჩაზე საფეხბურთო მოედნის განადგურება და ფეხბურთის მდგომარეობა საქართველოში. კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გუგული მაღრაძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მათ შორის ისაუბრებს, იუსიტიციის უმაღლესი საბჭოსა და ეროვნული ბანკის თემაზე. „კვირას“ ახალი მისამართია: ფოთის ქუჩა #15. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

13:30 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტექნოლოგიური პარკის გახსნას დაესწრება. საქართველოში პირველი ტექნოლოგიური პარკი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ აშენდა. მისამართი: ოქროყანა, ინოვაციების #7

მასალების გადაბეჭდვის წესი