ახალი ამბები

ხურგადაში სავარაუდოდ “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა 3 ადამიანი დაჭრეს

9 იანვარი, 2016 • 1944
ხურგადაში სავარაუდოდ “ისლამური სახელმწიფოს” წევრებმა 3 ადამიანი დაჭრეს

BBC–ის ცნობით, ეგვიპტის საკურორტო ქალაქ ხურგადას სასტუმრო “ბელა ვისტაში”, სავარაუდოდ, “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლების თავდასხმის შედეგად სამი უცხოელი ტურისტი დაშავდა.

თავდამსხმელები, რომლებც დანებით იყვნენ შეიარაღებული, პოლიციამ მოკლა მას შემდეგ, რაც მათ დანით ჭრილობები მიაყენეს ორ ავსტრიელ და ერთ შვედ სტუმარს.

პოლიცია ამბობს, რომ მათი მიზანი ტურისტების გატაცება იყო. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, მათ თან ჰქონდათ “ისლამური სახელმწიფოს” დროშა.

პოლიცია კვლავ ეძებს თავდამსხმელებთან დაკავშირებულ პირებს. ასევე, ხურგადა საგანგებო მზადყოფნის რეჟიმშია და გადაკეტილია ქალაქში შემავალი გზები.

სასტუმრო ხურგადაში, სადაც 3 ტურისტი დაჭრეს. © EPA 08.01.2016

სასტუმრო ხურგადაში, სადაც 3 ტურისტი დაჭრეს. © EPA 08.01.2016

მასალების გადაბეჭდვის წესი