ახალი ამბები

თბილისის ნაწილს 8 იანვარს ღამით წყალმომარაგება შეუწყდება

8 იანვარი, 2016 • 1378
თბილისის ნაწილს 8 იანვარს ღამით წყალმომარაგება შეუწყდება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცნობით, დიღმის ველზე გამავალ 1000 მმ-იან თუჯის მაგისტრალზე ღამის საათებში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორცილებს, რაც მაგისტრალური ქსელების წყლისგან დაცლას მოითხოვს.

მათივე ცნობით, ამჟამად კომპანია მოსამზადებელ სამუშაოების ატარებს, მაგისტრალის დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა ღამის 11 საათიდან დაიწყება.

დღეს, 23:00 საათიდან ხვალ, 9 იანვრის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

დიღომი-8-ს, ბელიაშვილისა და ლუბლიანის ქუჩების ნაწილს, ჟვანიას კლინიკის ტერიტორიას, აშშ-ის საელჩოს, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე ობიექტებს, ჯორჯ ბალანჩინის, ფანასკერტელის, იყალთოს, ქარელისა და ლიხაურის ქუჩებს, ასევე, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონების ქუჩების ნაწილს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი