ახალი ამბები

სუს–ის ხელმძღვანელს თანამშრომლებისთვის ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება ექნება

8 იანვარი, 2016 • 2086
სუს–ის ხელმძღვანელს თანამშრომლებისთვის ჯილდოდ იარაღის გადაცემის უფლება ექნება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც ექნება უფლება თანამშრომლებს ჯილდოდ იარაღი გადასცეს.

“განსაზღვრული იყო ის უწყებები, რომელთა ხელმძღვანელებსაც აქვთ უფლება ჯილდოდ იარაღის გადაცემისა. ამ ნუსხას დაემატა კიდევ ერთი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური,”– განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

მთავრობის დადგენილება სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ჯილდოდ გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ არეგულირებს, თუ რომელი უწყებები გადასცემენ ჯილდოდ იარაღს თანამშრომლებს.

ამ დროისათვის იარაღის ჯილდოდ გადაცემის უფლებამოსილება აქვთ:

საქართველოს პრეზიდენტს;

საქართველოს პრემიერ-მინისტრს;

საქართველოს თავდაცვის მინისტრს, საქართველოს შინაგან საქმეთა მი­ნისტ­რს, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, საქართველოს სასჯელა­ღ­ს­რუ­­ლებისა და პრობაციის მინისტრს და საქართველოს ფინანსთა მინისტრს, სახე­ლმ­წიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს დაზვერვის სამ­სახურის უფროსებს – შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირე­ბის მიმართ, რომლებიც მსახურობდნენ შესაბამის დაწესებულებაში, უც­ხო ქვეყნის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლების მიმართ, ასევე, ფიზი­კუ­რი პირის მიმართ;

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს – შესა­ბამისი დაწესებულების თანამშრომლების ან იმ პირების მიმართ, რომ­ლებიც მსახურობდნენ სპორტის სახელმწიფო დეპარტამენტის სისტემაში, აგ­რე­თვე, სპორტსმენთა (მათ შორის, უცხო ქვეყნის სპორტსმენთა) მიმართ.  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მი­ერ ჯილდოდ შეიძლება გადაცემულ იქნეს მხოლოდ სპორტული იარაღი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი