ახალი ამბები

ზაზა ფაჩულია: დღეს, როგორც არასდროს, ვიგრძენი ქართველი ხალხის მხარდაჭერა

8 იანვარი, 2016 • 1449
ზაზა ფაჩულია: დღეს, როგორც არასდროს, ვიგრძენი ქართველი ხალხის მხარდაჭერა

ქართველი კალათბურთელი, “დალას მავერიკსის” ცენტრი ზაზა ფაჩულია საკუთარი ფეისბუკის გვერდის საშუალებით ქართველ გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

გუშინ გამოქვეყნდა NBA-ის გამოკითხვის მეორე წინასწარი შედეგები, რომლის თანახმადაც, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის Top 15 ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელს შორის მე–8 ადგილზე იყო.  გუშინდელი მონაცემებით, მას 194.421 ხმა აქვს.

“გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არასდროს ისე ვიგრძენი ქართველი ხალხის ძალა და მხარდაჭერა. მადლობა ალბათ არ არის საკმარისი, რასაც თქვენ ჩემთვის აკეთებთ! ვამაყობ რომ ვარ პატარა ქვეყნის შვილი რომელსაც აქვს დიდი გული და მას საქართველო ქვია,”– წერს ზაზა ფაჩულია.

გილოცავთ შობას! ამ დღის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს! ყოველთვის ვგრძნობ თქვენ თანადგომას, მაგრამ დღეს როგორც არა…

Posted by Zaza Pachulia on Thursday, January 7, 2016

“ყველა ვარსკვლავის” მონაწილე კალათბურთელების შესარჩევად ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაცია კონკურსს ონლაინ რეჟიმში, სოციალურ ქსელებში ატარებს. გულშემატკივრებს საყვარელი სპორტსმენის სახელისა და ჰაშთაგის #NBAvote გამოყენებით შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში. ერთი დღის განმავლობაში ერთი IP მისამართიდან მხოლოდ 1 ხმის მიცემაა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი