ახალი ამბები

NBA-ის გამოკითხვის წინასწარი შედეგებით, ზაზა ფაჩულია Top 15-ში მოხვდა

7 იანვარი, 2016 • 2370
NBA-ის გამოკითხვის წინასწარი შედეგებით, ზაზა ფაჩულია Top 15-ში მოხვდა

NBA-ის გამოკითხვის მეორე წინასწარი შედეგებით, ზაზა ფაჩულია დასავლეთ კონფერენციის Top 15 ფორვარდის პოზიციაზე მოთამაშე კალათბურთელს შორისაა.

NBA-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა NBA All-Star-ის გამოკითხვის მეორე წინასწარი მონაცემები დღეს გამოაქვეყნა, რომელშიც ამჯერად ქართველი კალათბურთელი, დალას მავერიქსის ცენტრი ზაზა ფაჩულიაც მოხვდა. იმისათვის, რომ ფაჩულიამ All Star-ის მატჩში მონაწილეობა მიიღოს, პირველ სამეულში უნდა შევიდეს.

ამ დროის მონაცემებით, ზაზა ფაჩულია 194.421 ხმით მე-8 ადგილზეა. დასავლეთ კონფერენციიდან რეიტინგში პირველ პოზიციას კობი ბრაიანტი იკავებს. ხმის მიცემის დასრულებამდე 11 დღე დარჩა.

“ყველა ვარსკვლავის” მონაწილე კალათბურთელების შესარჩევად ამერიკის ნაციონალური კალათბურთის ასოციაცია კონკურსს ონლაინ რეჟიმში, სოციალურ ქსელებში ატარებს. გულშემატკივრებს საყვარელი სპორტსმენის სახელისა და ჰაშთაგის #NBAvote გამოყენებით შეუძლიათ მიიღონ მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში. ერთი დღის განმავლობაში ერთი IP მისამართიდან მხოლოდ 1 ხმის მიცემაა შესაძლებელი.

All Star-ის ხმის მიცემის წინასწარი შედეგები. ზაზა ფაჩულია მერვე ადგილზეა. ფოტო: NBA.com

All Star-ის ხმის მიცემის წინასწარი შედეგები. ზაზა ფაჩულია მერვე ადგილზეა. ფოტო: NBA.com

მასალების გადაბეჭდვის წესი