ახალი ამბები

ილია II: წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების

7 იანვარი, 2016 • 1796
ილია II: წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების

ილია მეორის საშობაო ეპისტოლეში აღნიშნულია, რომ ავადმყოფური აზრების ტირაჟირება ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზაა.

“საერთოდაც, წახალისება ხდება უცენზურო გამოთქმების და ტირაჟირება ავადმყოფური აზრების. ეს სიკვდილის გზაა, ჯოჯოხეთის წყვდიადისკენ მიმავალი გზა. ღმერთმა ყველა იხსნას ასეთი დაცემისაგან, მისცეთ სიტყვა წმინდა და მართალი და გულისხმისყოფა ბოროტისაგან თავის დასაღწევად.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რაც კი შეიძლება ამქვეყნად აღასრულოს ადამიანმა, არის ლოცვა. იგი საუბარია ღმერთთან, სინანულია, მის წინაშე სულისა და გულის განფენაა. ეკლესიის და სასულიერო პირებისათვის ლოცვა პირდაპირი მოვალეობაა, მაგრამ იგი ასევე მოვალეობაა საერო პირთათვის,”- აღნიშნულია ეპისტოლეში.

გარდა ამისა, ეპისტოლეში საუბარია, რომ ხელი აქვს შეწყობილი ისეთ აზროვნებას, სადაც ცოდვის სიყვარული ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახეა:

“უსიყვარულობასთან ერთად ჩვენი ყოფისთვის მეტად დამაბრკოლებელ გარემოებად იქცა ისეთი აზროვნებისთვის ხელშეწყობა, რომლისთვისაც ცოდვა აღარ არის ცოდვა, არამედ _ ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა, ხოლო ცოდვის სიყვარული, _ თურმე ნამდვილი სიყვარულის ერთ-ერთი სახე. სიტუაცია ისე ვითარდება, რომ უფლის მიერ დადგენილი მცნებების შეცვლაც კი სურთ, რათა ღვთისაგან არ იქნენ მხილებულნი, არამედ მისაღებნი გახდნენ ყველასათვის. ხოლო ვინც ეწინააღმდეგება ამ პროცესს, დამცირებისა და დაცინვის ობიექტი ხდება,”- წერია ეპისტოლეში.

მასალების გადაბეჭდვის წესი