ახალი ამბები

ინფლაციის თემაზე დღეს დისკუსია გაიმართება

31 იანვარი, 2011 • • 1146
ინფლაციის თემაზე დღეს დისკუსია გაიმართება

ეკონომიკის ქართველი  ექსპერტები და ანალიტიკოსები ქვეყანაში ინფლაციის დაძლევის შესაძლებლობებთან დაკავშირებით სადისკუსიო შეხვედრას გამართავენ. მრგვალი მაგიდა თემაზე: “ინფლაცია საქართველოში – პრობლემის მასშტაბები, მოვლენათა შესაძლო განვითარების პერსპექტივა და რეკომენდაციები ხელისუფლებისთვის” – გაიმართება.

“მრგვალი მაგიდის” მონაწილეები აპირებენ იმსჯელონ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელისუფლო სტრუქტურების პროგრამები და მიდგომები ინფლაციისა და მისგან მომდინარე უარყოფითი შედეგების დაძლევის შესახებ.

ექსპერტები და ანალიტიკოსები განიხილავენ “ახალი მემარჯვენეების” (დავით გამყრელიძე) მიერ საზოგადოებისთვის შეთავაზებულ წინადადებებს ინფლაციის დაძლევის თაობაზე.

დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ექსპერტები: ლადო პაპავა, მერაბ კაკულია, დავით ნარმანია, ირაკლი ლექვინაძე, ელგუჯა მექვაბიშვილი, სოსო არჩვაძე, ვაჟა ბერიძე, მერაბ ჯანიაშვილი, დემურ გიორხელიძე, დავით ონოფრიშვილი, თემურ მურღულია, ნოდარ ხადური, სოლომონ პავლიაშვილი, სოსო ცისკარიშვილი, გია ხუხაშვილი, მიხეილ ჯიბუტი, მიხეილ დუნდუა და სხვები.

,,მრგვალ მაგიდასთან”, აგრეთვე, მოწვეულნი არიან ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირველი პირებიც.

შეხვედრის მოწვევის ინიციატორია ყოველკვირეული ეკონომიკური გაზეთი “ბანკები და ფინანსები.” 

მასალების გადაბეჭდვის წესი