ახალი ამბებიკინოხელოვნება

19 წიგნის ეკრანიზაცია, რომელთა პრემიერა 2016 წელს იგეგმება

6 იანვარი, 2016 • 6307
19 წიგნის ეკრანიზაცია, რომელთა პრემიერა 2016 წელს იგეგმება

ვებ-გვერდი Buzzfeed იმ 19 წიგნის ეკრანიზაციის შესახებ გვთავაზობს ინფორმაციას, რომელთა პრემიერა 2016 წელს იგეგმება.

მიშელ ზუკოფი – 13 საათი: რა მოხდა რეალურად ბენღაზიშიgrid-cell-13541-1452013817-0

ამბავი ბენღაზიში დარჩენილ 6 ამერიკელ ჯარისკაცს ეხება, რომლებმაც შტაბზე განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ 13 საათის განმავლობაში შეძლეს იერიშების მოგერიება. ფილმში მთავარ როლს ამერიკელი მსახიობი ჯონ კრასინსკი ასრულებს. ფილმი დიდ ეკრანზე 15 იანვარს გამოვა.

 

 

 

 

რიკ იანსი – მეხუთე ტალღა

grid-cell-30802-1451339426-4

კეისი სალივანი დედამიწაზე დარჩენილ რამდენიმე ადამიანს შორის ერთ-ერთია, ვინც უცხოპლანეტელების შემოიჭრას გადაურჩა. გოგონა უმცოსი ძმის გადარჩენასაც ცდილობს. კეისის როლს ფილმში ქლოი გრეის მორეცი ასრულებს. ფილმის ნახვა 22 იანვრიდან იქნება შესაძლებელი.

 

 

 

 

 

მაიკლ ჯ. ტუგიასი და კეისი შერმანი – საუკეთესო დრო

grid-cell-27666-1451948437-13მისია, რომელმაც ყველაზე მძიმე ზამთრის გამო გაყინულ ოკეანეში ჩაძირული ორი გემი უნდა გადაარჩინოს – კრის პაინის იმედადაა დარჩენილი. ფილმი 29 იანვარს გამოდის.

 

 

 

 

 

 

ჯეინ ოსტინი და სეთ გრაამ სმიტი – სიამაყე და ცრურწმენა და ზომბები

grid-cell-32016-1452011782-0

კლასიკური ნოველის ახლებური ვერსია, რომელშიც ელიზაბეტ ბენეტი ახლა უკვე ზომბების წინააღმდეგ იბრძვის, თუმცა არც მისტერ დარსის სიყვარულს ივიწყებს. ფილმის პრემიერა 5 თებერვალს იგეგმება.

 

 

 

 

 

 

ნიკოლა სპარკსი – არჩევანი

grid-cell-3871-1452013921-0

სპარკსის კიდევ ერთი წიგნის ეკრანიზაცია არაფრით განსხვევდება მწერლის მიერ შექმნილი რომანტიკული მელოდრამებისაგან – სასიყვარულო სამკუთხედი, სადაც, სავარაუდოდ, ყველაფერი ბედნიერად მთავრდება. ჟანრის მოყვარულებს შეუძლიათ ახალი ფილმი 5 თებერვლიდან ნახონ.

 

 

 

 

 

ლიზ ტუჩილო – როგორ ვიყოთ მარტოხელა

grid-cell-11257-1452013972-0

მარტოსულობისაგან გადაღლილი ქალები ნამდვილი სიყვარულის ძიებას იწყებენ. ფილმი კიდევ ერთი ჰოლივუდური სასიყვარულო კომედიაა, საკმაოდ კარგი სამსახიობო ჯგუფით. ფილმის პრემიერა 12 თებერვალს იგეგმება.

 

 

 

 

 

ჯოჯო მოიესი – მე შენამდე

grid-cell-13989-1451421950-5წიგნის მთავარი პერსონაჟი ვილ ტრაინორი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს და ექსტრემალური სპორტითაა გატაცებული. მაგრამ ყველაფერს ერთი უბედური შემთხვევა განაპირობებს. ვილი ლუიზას გაიცნობს და მათი ცხოვრებაც შეიცვლება. ფილმში მთავარ როლებს “სამეფო კარის თამაშების” მსახიობი ემილია კლარკი, “შიმშილის თამაშებიდან” სემ კლაფლინი და “ჰარი პოტერის” ფილმების მსახიობი მეთიუ ლუისი ასრულებენ. ფილმის გამოსვლის სავარაუდო თარიღი 4 მარტია.

 

 

 

ვერონიკა როთი – განსხვავებული (მესამე ფილმი)

grid-cell-13128-1451422175-1

ფილმში ტრის პრიორის თავგადასავალი გრძელდება. ბოლო წიგნის ეკრანიზაცია 2 ნაწილად გაიყოფა. პირველი 18 მარტს გამოვა, ხოლო მეორე ნაწილის პრემიერა 2017 წელს იგეგმება.

 

 

 

 

 

 

რადიარდ კიპლინგი – ჯუნგლების წიგნი

grid-cell-13880-1451422791-0

დისნეი კიდევ ერთ კლასიკად ქცეულ ამბავს გააცოცხლებს. მგლების ხროვაში გაზრდილი მაუგლის თავგადასავალი ამჯერად ვარსკვლავური სამსახიობი დასით გამოირჩევა. ფილმში პერსონაჟებს ლუპიტა ნიონგი, სკარლეტ იოჰანსონი, ბილ მიურეი, იდრის ელბა და სხვა ცნობილი მსახიობები გაახმოვანებენ. 15 აპრილს ფილმი დიდ ეკრანზე გამოვა.

 

 

 

 

 

ლუის ქეროლი – სარკის მიღმა

grid-cell-4165-1452014065-0

ფილმის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” შემქმნელები მის გაგრძელებას გვთავაზობენ. ამჯერად ალისა გაცოცხლებულ ჭადრაკის ფიგურებთან ერთად თავდაყირა მდგარ სამყაროში შეეცდება გზის პოვნას. ფილმში ჯონი დეპი ბრუნდება როგორც გიჟი მექუდე, მია ვასიკოვსკა კი, როგორც ალისა. 27 მაისიდან ფილმის ნახვა უკვე შესაძლებელი იქნება.

 

 

 

 

როალდ დალი – The BFG

grid-cell-9589-1451936315-0

სტივენ სპილბერგის ახალი ფილმი გოგონას სახელად სოფისა და გოლიათის მეგობრობის ამბავს მოგვითხრობს. დალის ცნობილი ზღაპრის ეკრანიზაცია 1 ივლისს გამოვა.

 

 

 

 

 

 

ედგარ რაის ბაროუსი – ტარზანი

grid-cell-22203-1452014125-4

1 ივლისს დიდ ეკრანებზე კიდევ ერთ კლასიკად ქცეულ ზღაპარს ვიხილავთ. აფრიკის ჯუნგლებში გაზრდილ ტარზანს ამჯერად ალექსანდერ სკარსგარდი განასახიერებს.

 

 

 

 

 

 

მაიკ და დეივ სტანგლები – მაიკსა და დეივს ქორწილში მეწყვილეები სჭირდებათ. grid-cell-27522-1452015268-0

ფილმში ასახულია ორი ძმის თავგადასავალი, რომლებიც ბიძაშვილის ქორწილში წასაყვანად გოგონებს ეძებენ. კომედიაში მონაწილეობენ ზაკ ეფრონი, ანა კენდრიკი და ობრი პლაზა. ფილმის პრემიერა 8 ივლისს შედგება.

 

 

 

 

 

 

პაულა ჰოკინსი – გოგონა მატარებელში

grid-cell-8465-1452015518-0

რეიჩელი, რომელიც ახლახან განქორწინდა, ყოველ დილით სამსახურში წასასვლელად ერთი და იმავე მატარებლით მგზავრობს, სადაც არაფერი იცვლება, მაგრამ ერთ დღეს რეიჩელი უცნაურ მოვლენას შეამჩნევს და ამის შესახებ პოლიციას აცნობებს. ფილმში მთავარ როლს ემილი ბლანტი ითამაშებს. ფილმის პრემიერა კი 7 ოქტომბერს იგეგმება.

 

 

 

 

პატრიკ ნესი – მონსტრი იძახის 

grid-cell-15684-1452014193-1

13 წლის კონორი სახლში მონსტრს პოულობს, მაგრამ ეს ის ურჩხული არ არის, რომელსაც ყოველ ღამით სიზმარში ხედავს. ის გაცილებით საშიში და ველურია. მონსტრი სიმართლეს ეძებს. ფილმი 14 ოქტომბრიდან გამოვა და მასში მთავარ როლებს ლიამ ნისონი, ფელისიტი ჯოუნსი და სიგურნი ვივერი ასრულებენ.

 

 

 

 

 

დენ ბრაუნი – ინფერნო

grid-cell-5777-1452014230-17

ბრაუნის ამ წიგნშიც გამოცანების, სიმბოლოების ამოხსნა მოგიხდებათ. ტომ ჰენკსი და ვინჩის კოდის სამყაროში ბრუნდება. ფილმის პრემიერა 14 ოქტომბერს შედგება.

 

 

 

 

 

 

ბენ ფონტენი – ბილი ლინის გრძელი გასეირნება

grid-cell-25482-1452011966-13

ფილმი მოთხრობილია ერაყის ომიდან დაბრუნებულ დანაყოფ “ბრავოს” გადარჩენილი წევრების სატირული ისტორია, რომლებიც სახლში დაბრუნების შემდეგ მედიასთან შეხვედრას მართავენ. ფილმში ცნობილი მსახიობები: სრისტენ სტიუარტი, ვინ დიზელი, გარეტ ჰედლუნდი და სტივ მარტინი მონაწილეობენ. ფილმი 11 ნოემბრიდან გამოჩნდება კინოთეატრებში.

 

 

 

 

 

ჯ.ქ. როულინგი და ნიუტ სკამანდერი – ჯადოსნური არსებები და სად ვიპოვოთ ისინი

grid-cell-23790-1452014365-0

70 წლით ადრე, ვიდრე ჰოგვორტსის მოსწავლეები ჯადოსნური არსებების შესახებ სახელმძღვანელოს გადაშლიდნენ, ნიუტ სკამანდერი, ნიუ იორკში მცხოვრები ჯადოქარი, არანაკლებ საინტერესო თავგადასავალში გაეხვა. როულინგის კიდევ ერთი წიგნის ეკრანიზაცია კინოთეატრებში 18 ნოემბერიდან გამოჩნდება.

 

 

 

 

 

რენსომ რიგზი – მის პერეგრინის სახლი უჩვეულო ბავშვებისთვის

grid-cell-16850-1452014433-6

2016 წლის შობის საჩუქარი ბავშვებს. ეს არის ისტორია ჯეიკობზე, რომელიც ოჯახში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ კუნძულზე მიემგზავრება, სადაც მის პერეგრინის სახლს აღმოაჩენს. იქ მყოფი ბავშვები საკმაოდ საშიში აღმოჩნდებიან. ფილმში ევა გრინი, სამუელ ლ. ჯექსონი და ჯუდი დენჩი მონაწილეობენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი