ახალი ამბები

ბაკურიანში სნოუბორდისტი ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა

6 იანვარი, 2016 • 2178
ბაკურიანში სნოუბორდისტი ზვავის ჩამოწოლის შედეგად გარდაიცვალა

5 იანვარს ბაკურიანში ზვავის მოწყვეტის შედეგად სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი გარდაიცვალა. სპორტსმენი დიდველსა და კოხტა გორას შორის გაუკვალავ თოვლში სრიალებდა, რა დროსაც ზვავი ჩამოწვა. მაშველებმა დიაკონაშვილი რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს.

შსს-მ საქმე თვითმკვლელობამდე მივყანის მუხლით აღძრა. გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

დიაკონაშვილი 2015 წლის საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი