ახალი ამბები

ოპოზიციურ პარტიებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურთ

6 იანვარი, 2016 • 1488
ოპოზიციურ პარტიებს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა სურთ

ოპოზიციუტი პარტიები საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას წერილით პასუხობენ. პარტიები პრემიერთან შესახვედრად მზადყოფნას გამოთქვამენ:

“ჩვენ, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე ოპოზიციის ინტერპარტიული ჯგუფის ქვემორე ხელისმომწერი პოლიტიკური გაერთიანებები მივესალმებით თქვენს დიდ სურვილს ჩვენი ქვეყნის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველყოფის შესახებ, ასევე თქვენს მზადყოფნას უახლოეს მომავალში დაიწყოთ შეხვედრები საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან, მ.შ. ბიზნეს და არასამთავრობო სექტორთან.

ზემოთქმულიდან და საკითხის გადაუდებლობიდან გამომდინარე, გამოვთქვამთ მზადყოფნას თქვენთან შესახვედრად საარჩევნო რეფორმის განვითარების შემდგომი პროცესის განსახილველად,” – ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერს  მოქალაქეთა 13 პოლიტიკური გაერთიანება:

  1. ახალი მემარჯვენეები
  2. გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა
  3. ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
  4. თავისუფლება
  5. თავისუფალი საქართველო
  6. რეფორმატორები
  7. სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის
  8. საქართველოს ევროპელი დემოკრატები
  9. საქართველოს ლეიბორისტული პარტია
  10. საქართველოს პატრიოტთა ალიანსი
  11. საქართველოს ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა
  12. ქართველ ტრადიციონალისტთა კავშირი
  13. ქრისტიან-დემოკრატიული პარტია

გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის პირველ სხდომაზე განაცხადა, რომ ის უახლოეს მომავალში შეხვდება საზოგადოების სხვადასხვა სექტორს, მათ შორის ბიზნესისა და არასამთავრობო წრეების  წარმომადგენლებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი