ახალი ამბები

შსს: დელისზე გარდაცვლილ მამაკაცს ექსპერტიზა ოჯახის მოთხოვნით არ ჩაუტარდა

5 იანვარი, 2016 • 1744
შსს: დელისზე გარდაცვლილ მამაკაცს ექსპერტიზა ოჯახის მოთხოვნით არ ჩაუტარდა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ გუშინ, 4 იანვარს დელისის მეტროსთან გარდაცვლილ მამაკაცს ექსპერტიზა ოჯახის მოთხოვნით არ ჩაუტარდა. უწყებაში ასევე განაცხადეს, რომ მამაკაცს ჰყავდა ოჯახი და არ დასტურდება, რომ იგი უსახლკარო იყო.

შსს–ს განცხადებით, მამაკაცი რომ ფაქტი გუშინ, 4 იანვარს, დაახლოებით შუადღის 2 საათზე გარდაიცვალა. გუშინვე, წინასაგამოძებო მოქმედებებთან ერთად დაიწყო ექსპერტიზისთვის მზადებაც, თუმცა, ოჯახის წევრებმა, რომლებიც ადგილზე მოგვიანებით მოვიდნენ, განაცხადეს, რომ გარდაცვლილს გული აწუხებდა და ექსპერტიზის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ.

შსს–ს ცნობით, ოჯახის წევრები მამაკაცის გარდაცცალებას გულის პრობლემებს უკავშირებენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი