ახალი ამბები

გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზესტაფონი–სენაკის გზაზე მგზავრობისგან

4 იანვარი, 2016 • 2036
გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ ზესტაფონი–სენაკის გზაზე მგზავრობისგან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და დაბალი ხილვადობის გამო, გართულებულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის ზესტაფონი–სენაკის მონაკვეთზე.

რთული მეტეოროლოგიური პირიობების გათვალისწინებით, საქართველოს რეგიონულ განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოსახლეობას მოუწოდებს თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით მგზავრობისაგან. ხოლო გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, ისარგებლონ ზამთრის პერიოდის შესაბამისი ავტოტრანსპორტითა და საბურავებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი