ახალი ამბები

საგანგებო სიტუაციების სააგენტოში 31 დეკემბრიდან დღემდე 700–მდე შეტყობინება შევიდა

4 იანვარი, 2016 • 1579
საგანგებო სიტუაციების სააგენტოში 31 დეკემბრიდან დღემდე 700–მდე შეტყობინება შევიდა

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განცხადებით,  დიდთოვლობის გამო საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. მათივე ცნობით, 31 დეკემბრიდან დღემდე სააგენტოს ოპერატიული მართვის ცენტრში 700-ზე მეტი შეტყობინება შევიდა.

ამ დრომდე არ უპოვიათ ლაგოდეხის რაიონში დაკარგული 3 პირი. სააგენტოს ინფორმაციით, ზარი დაკარგულების შესახებ მათთან 2 იანვარს დილით შევიდა. სააგენტო ასევე აცხადებს, რომ მათ საპოვნელად საძიებო-სამაშველო ღონისძიებები მიმდინარეობს და სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო დიდთოვლობით გამოწვეული პრობლემების აღმოსაფხვრელად საგანგებო რეჟიმში მუშაობა…

Posted by საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on Monday, January 4, 2016

“მაშველებმა თოვლსა და ნამქერში ჩარჩენილი სამარშრუტო ტაქსები და სატრანსპორტო საშუალებები გამოიყვანეს, რომლებიც დიდთოვლობისა და ამინდის პირობებისთვის შეუსაბამო საბურავების გამო გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. წყალტუბოში, ცხუნკურის უღელტეხილზე თოვლში ჩარჩენილ რამდენიმე ავტომობილში მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ისინი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. მაშველებმა სპეცტექნიკით გამოიყვანეს ცაგერში ჩამოწოლილი ზვავის შედეგად თოვლში ჩაფლული მანქანები; ლანჩხუთში, სოფელ ჭყონაგორაში, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესიაში მყოფ დედებს კი – წყალი და საკვები მიუტანეს. შსს-ს საგანგებო სიტუაციების სააგენტო სასწრაფო დახმარების ბრიგადებსაც დაეხმარა, რომლებსაც სხვადასხვა მუნიციპალიტის სოფლებიდან მძიმე ავადმყოფები საავადმყოფოებში გადაჰყავდათ,”– ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი