ახალი ამბები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ჰაერის ტემპერატურა 6 იანვრიდან მოიმატებს

4 იანვარი, 2016 • 1248
გარემოს ეროვნული სააგენტო: ჰაერის ტემპერატურა 6 იანვრიდან მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით,  4-5 იანვარს საქართველოს ზოგიერთ რაიონში შენარჩუნებული იქნება ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

ღამის საათებში დაბლობსა და ბარში კვლავ მოსალოდნელია ყინვა, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში – 9 გრადუსამდე, ხოლო თბილისში -7 გრადუსამდე.

სააგენტოს ინფორმაციით, 6 იანვრიდან ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვლი. 7-8 იანვარს ჰაერის ტემპერატურა დღისით აიწევს +15, +17 გრადუსამდე. რაც შეეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ნალექი, მთაში თოვლის სახით. ყინვა შესუსტდება, ღამით მოსალოდნელია -2, +3 გრადუსი , დღისით +6, +11 გრადუსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი