ახალი ამბები

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 149 მსჯავრდებული ვადამდე გაათავისუფლა

31 დეკემბერი, 2015 • 1977
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ 149 მსჯავრდებული ვადამდე გაათავისუფლა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 დეკემბერს 149 მსჯავრდებული პირობით ვადამდე განთავისუფლდა.

სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრის, საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის ეკა ბესელიას განცხადებით, დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად 149 პირობით ვადამდე გათავისუფლებული საკუთარ ოჯახში შეხვდება ახალ წელს. მისი თქმით, ვადამდე გათავისუფლებულთაგან ოთხი ქალია, სამი კი- არასრულწლოვანი.

“სამინისტროს ადგილობრივმა საბჭომ 149 მსჯავრდებულთან დაკავშირებით იმსჯელა და მიიღო მათი გათავისუფლების გადაწყვეტილება. მათგან ოთხი ქალბატონია, სამი კი- არასრულწლოვანი. ვულოცავ მათ ოჯახებს, ვუსურვებ იცხოვრონ მშვიდობიანად და არასოდეს დაბრუნდნენ უკან,” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი