ახალი ამბები

თბილისში გასამართი საახალწლო კონცერტის პროგრამა

31 დეკემბერი, 2015 • 1934
თბილისში გასამართი საახალწლო კონცერტის პროგრამა

31 დეკემბრის ღამეს თავისუფლების მოედანზე საახალწლო გალა-კონცერტი გაიმართება. კონცერტი 22:30 საათზე დაიწყება. თბილისის მერიის ცნობით, „საახალწლო პრომენადები“ ქართულ-ევროპული, კლასიკური და თანამედროვე მუსიკის ერთობას წარმოადგენს. სამი ნაწილისაგან შემდგარი კონცერტი სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ საახალწლო კომპოზიციებს, საოპერო და საესტრადო შემსრულებლების დუეტებს და საშობაო ალილოს აერთიანებს. მოცეკვავეები ასევე შეასრულებენ ვალსს.

საახალწლო კონცერტში მონაწილეობას 200-ზე მეტი მუსიკოსი მიიღებს, მათ შორის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრი და გუნდი, საოპერო და ესტრადის მომღერლები და მოცეკვავეები. მერიის ინფორმაციით, საახალწლო გალა კონცერტის სრული ბიუჯეტი 257,645 ლარია.

კონცერტის პირველი ნაწილი საოპერო მუსიკისა და სადღესასწაულო ვალსებს აერთიანებს. სცენის წინ მოეწყობა საცეკვაო მოედანი, სადაც სამეჯლისო ნომრები შესრულდება. პროექტისთვის შეირჩა სადღესასწაულო არიები ოპერებიდან, ასევე, შტრაუსის, სვირიდოვისა და ჩაიკოვსკის ვალსები.

  • LAKME – ყვავილების დუეტი – ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი
  • კარმენი – ჰაბანერა – ირინა ალექსიძე
  • დამისხი დამალევინე – ნიკოლოზ ლაგვილავა
  • ბალეტი – ნაწყვეტი ჩაიკოვსკის გედების ტბიდან
  • ოფენბახი – ბარკაროლა – მარიამ მაჩიტიძე, ირინა ალექსიძე
  • რიგოლეტო – ოთარ ჯორჯიკია
  • ღვინო კახურო – გოჩა დათუსანი
  • შტრაუსის ვალსი – ანი ცარციძე
  • „ამაღამ“ – მარიკა ჯორჯიკია
  • სვირიდოვის ვალსი
  • დონ პასკუალე – ნიკა ლაგვილავა, გოჩა დათუაშვილი
  • ჯუზეპე ვერდი – რიგოლეტო – ანზორ ხიდაშელი, ოთარ ჯორჯიკია
  • ვალსი
  • რომეო და ჯულიეტა – მარიკა მაჩიტიზე
  • ნესან დორმა – ოთარ ჯორჯიკია
  • ვერდის აიდა

თავისუფლების მოედანზე შეკრებილი მაყურებელი 12 საათზე 2016 წელს ტრადიციული მრავაჟამიერითა და ფოიერვერკით შეხვდება. წელს თავისუფლების მოედანზე მრავალჟამიერს ანსამბლი ბასიანი შეასრულებს.

საახალწლო გალა- კონცერტისთვის კომპოზიტორებმა, არჩილ გიორგობიანმა და დავით მალაზონიამ საახალწლო კომპოზიციებს შექმნეს. მათ მიერ საახალწლო თემატიკაზე შექმნილი კომპოზიციებით შესრულდება კონცერტის შემდეგ ნაწილში.

კონცერტის დასკვინით ბლოკში საოპერო და ესტრადის ვარსკვლავები საშობაო დუეტებს შეასრულებენ.

  • პირველი შობა – მაკა ზამბახიძე და გიორგი სუხიტაშვილი
  • Let it Snow – ალეკო ბერძენიშვილი, ანა ღიბრაძე
  • Little Drummer Boy – ოთო ნემსაძე, მარიკა მაჩიტიძე
  • Have Yourself a Merry little Christmas – გიორგი მახარაშვილი, ირინა ალექსიძე
  • Winter Wonderland – ოჩა დათუსანი, სოფო ბედია
  • The Christmas Song – Nიკა ლაგვილავა, ეკა დოლიძე
  • Angels We have Heard On High – ნოდიკო ტატიშვილი, ოთარ ჯორჯიკია
  • Santa Claus is coming to Town – სალომე ბაკურაძე, ანზორ ხიდაშელი
  • Joyful, Joyful – სექსტეტი Georgian Six
  • It s a most wonderful time of the year – გიორგი მემფისაშვილი, ანა ცარციძე
  • Silent Night – სოფო გელოვანი, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი