ახალი ამბები

თემქაზე სახლის აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა

30 დეკემბერი, 2015 • 1482
თემქაზე სახლის აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა

გუშინ, 29 დეკემბერს, თბილისში, თემქის ერთ-ერთ მიკრორაიონში სახლის აფეთქების შედეგად ერთი ქალი დაიღუპა. ნეტგაზეთს ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

გამოძიების დასრულებამდე შსს-ში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ, თუმცა ნეტგაზეთის დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპული ქალი ორსულად იყო, ხოლო სახლის აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი