ახალი ამბები

2015 წლის ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი 5.3%–ით გაიზარდა

30 დეკემბერი, 2015 • 2469
2015 წლის ნოემბერში მთლიანი შიდა პროდუქტი 5.3%–ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით,  წინასწარი შეფასებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2015 წლის ნოემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5,3 პროცენტი, ხოლო 2015 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო რეალურმა ზრდამ 3,0 პროცენტი შეადგინა.

ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეს მაჩვენებლები  წლიური გადაანგარიშებით ნიშნავს იმას, რომ საქართველოში 2015 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-იანი ზრდა იქნება.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით,  მიმდინარე წლის ნოემბერში, მშპ-ის მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: მშენებლობა – 30%; მეტალურგიული პროდუქტების წარმოება – 30%; სამთომოპოვებითი მრეწველობა -15%; სასტუმროები და რესტორნები – 10%; საფინანსო შუამავლობა – 9%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს სხვა მომეცემებსაც, საიდანაც ირკვევა, რომ ექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირდა 23.2%–ით, ხოლო იმპორტი – 11.1%–ით.

fadsebiii

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი