ახალი ამბები

როგორი განრიგით იმუშავებენ ბანკები ახალი წლის დღეებში

31 დეკემბერი, 2015 • 6146
როგორი განრიგით იმუშავებენ ბანკები ახალი წლის დღეებში

ახალ წელთან დაკავშირებით ბანკების ფილიალები და სერვისცენტრები განსხვავებული სამუშაო განრიგით მოემსახურებიან მომხმარებელს.

თიბისი ბანკის ფილიალები 31 დეკემბერს 18:00 სთ-მდე იმუშავებენ. 1-2 იანვარს ბანკის ყველა ფილიალი დაისვენებს, ხოლო 3 იანვრიდან ფილიალების უმეტესობა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ლიბერთი ბანკი 31 დეკემბერს 17:30 სთ-მდე მოემსახურება კლიენტებს. ბანკის 24-საათიანი ფილიალები იმუშავებენ 1-2 იანვარსაც, დილის 10:00-დან 20:30 საათამდე.

საქართველოს ბანკის ყველა ფილიალი 31 დეკემბერს, საღამოს 18:00 სთ-მდე იმუშავებს. 1 და 2 იანვარს დაისვენებს საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის ყველა სერვისცენტრი. კვირას, 3 იანვარს საქართველოს ბანკისა და Express Bank-ის სერვისცენტრების ნაწილი ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს. სატელეფონო ცენტრები არ იმუშავებს პირველ იანვარს, ხოლო 2 იანვარის დილის 10:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში მოემსახურიან მომხმარებელს.

ბანკის ინფორმაციით, მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი აქვს 1, 2 ან 3 იანვარი, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შემოტანა შეუძლიათ 31 დეკემბრის ჩათვლით. 31 დეკემბერს საქართველოს ბანკის სერვისცენტრები მომხმარებელს გახანგრძლივებული განრიგით დილის 10:00 საათიდან საღამოს 18:30 საათამდე მოემსახურებიან.

3 იანვრიდან Express Bank-ის ყველა სერვისცენტრი, ხოლო 4 იანვრიდან საქართველოს ბანკის ყველა სერვისცენტრიც ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

ვითიბი ბანკის ფილიალები 31 დეკემებრს ასევე 18:00 სთ-მდე იმუშავებენ. 24-საათიანი ფილიალები იმუშავებს 22:00 საათამდე (თბილისში, სალარო ჭავჭავაძის ნომერ 2-ში). 1-2 ინვარს ბანკი ისვენებს. 3 იანარს იმუშავებს მხოლოდ ფილიალი ჭავჭავაძის გამზირზე. 4 იანვრიდან ყველა ფილიალი განაახლებს მუშაობას.

რაც შეეხება პროკრედიტ ბანკსა და ბანკ რესპუბლიკას, ორივე მათგანის ფილიალები 31 დეკემბერს ჩვეულებრივ მოემსახურება მომხმარებელს. 1-2 იანვარს კი მათი არც ერთი ფილიალი არ იმუშავებს. ჩვეულ რეჟიმში მუშაობას ბანკები 4 იანვარს განაახლებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი