ახალი ამბები

მეეზოვეთა აქცია – თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

30 დეკემბერი, 2015 • 1464
მეეზოვეთა აქცია – თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

დღეს, 30 დეკემბერს, თბილისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა “თბილსერვისის” ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. მეეზოვეები ხელფასების მომატებასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები ადმინისტრაციისგან ხელფასის 50%-ით მომატებას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ კუთვნილი მეცამეტე ხელფასი მეეზოვეთა ნაწილს არასრულად, ზოგს კი საერთოდ არ ჩაერიცხა.

დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ, მათ შორის, სამუშაო ფორმების განახლებასაც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ძველი ფორმები უკვე ისეა დაბინძურებული, რომ მათი გარეცხვა შეუძლებელია.

მეეზოვეების თქმით, “თბილსერვისის” თანამშრომელთა მხრიდან გარკვეული ზეწოლას განიცდიდნენ, რათა ეს აქცია არ გაემართათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი