ახალი ამბები

ბელგიაში დააკავეს 2 პირი, რომელთაც საახალწლოდ თავდასხმების დაგეგმვა ედებათ ბრალად

29 დეკემბერი, 2015 • 1789
ბელგიაში დააკავეს 2 პირი, რომელთაც საახალწლოდ თავდასხმების დაგეგმვა ედებათ ბრალად

BBC–ის ცნობით, ბელგიაში პოლიციამ დააკავა ორი პირი, რომლებიც, სავარაუდოდ, ბრიუსელში საახალწლოდ თავდასხმების მოწყობას გეგმავდნენ.

BBC წერს, რომ პოლიციამ რეიდების დროს ამოიღო სამხედრო ტანსაცმელი და კომპიუტერული აღჭურვილობა. თუმცა ამოღებულ ნოვთებს შორის არ ყოფილა იარაღი და ასაფეთქებელი ნივთიერებები.

ბელგიაში საგანგებო მზადყოფნა არის გამოცხადებული პარიზში 13 ნოემბერს მომხდარი თავდასხმების შემდეგ. ამ ტერორისტული აქტის მომზადებაში რამდენიმე ბრალდებული სწორედ ბელგიაში მოქმედებდა.

თუმცა, როგორც პროკურორები აცხადებენ, ბოლოდროინდელი დაკავებები არ არის დაკავშირებული პარიზში მომხდარ თავდასხმებთან.

ეჭვმიტანილებს ბრალად ბრიუსელში პოლიციასა და რამდენიმე “სიმბოლურ სამიზნეზე” თავდასხმების დაგეგმვა ედებათ.

CNN–ის ინფორმაციით, თავდასხმების ეს გეგმა ტერორისტული დაჯგუფება ISIS–ის მიერ იყო შთაგონებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი