ახალი ამბებიხელოვნება

15 საშობაო კომედია, რომელიც სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებთ

31 დეკემბერი, 2016 • 17916
15 საშობაო კომედია, რომელიც სადღესასწაულო განწყობას აგიმაღლებთ

სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად ნეტგაზეთი გთავაზობთ კომედიური ჟანრის ფილმების სიას, რომელიც ვებ-გვერდ IMDb-ისა და Rotten Tomatoes-ის მონაცემების დახმარებით შეიქმნა. თქვენთვის 15 მაღალრეიტინგული ფილმი შევარჩიეთ:

საშობაო აურზაური (National Lampoon’s Christmas Vacation) – კლარკ გრისვოლდი საკუთარ ოჯახთან ერთად ცდილობს საუკეთესო გარემოში შეხვდეს შობის დღესასწაულს, თუმცა სამზადისი ნამდვილ კატასტროფად იქცევა.

ელფი (Elf) – მიუსაფარ ბავშვთან სახლიდან სანტას ჩვილი აედევნება. ის სანტას ელფებთან ერთად იზრდება, თუმცა წლების შემდეგ აღმოაჩენს, რომ ელფი არ არის და ნიუ იორკში ოჯახის საპოვნელად ბრუნდება.

სახლში მარტო დარჩენილი (Home Alone/Home Alone 2: lost in New York) – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საშობაო კომედია, რომელიც სახლში მარტო დარჩენილი კევინ მაკალისტერისა და სახლის მძარცველების თავგადასავალზე გვიამბობს.

KISS KISS, BANG BANG – პოლიციისაგან გაქცეული ლარი ლოკჰარტი შემთხვევით ფილმის კასტინგზე მოხვდება. სწორედ აქედან იწყება რობერტ დაუნინგ უმცროსის პერსონაჟის საინტერესო მოგზაურობა ჰოლივუდის ბნელ მხარეში.

ბრიუგეში (In Bruges) – ორი ქილერი, რეი და ქენი ლონდონში რთული დავალების შესრულების შემდეგ შვებულებაში გაემგზავრებიან. ამ დროის გატარებას ისინი ბელგიაში, ქალაქ ბრიუგეში გეგმავენ, თუმცა იქ მათი უფრო მეტი საფრთხე ელით.

სანტა კლაუსის საიდუმლო მსახური (Arthur Christmas) – არტურის დახმარება სანტას მაშინ დასჭირდება, როდესაც აღმოჩნდება, რომ სანტას მარხილში ერთი საჩუქარი კიდევ დარჩა. ფილმი მოგვითხობს, თუ როგორ რიგდება საჩუქრები შობის ღამეს.

გავცვალოთ ადგილები (Trading Places) – ფილმი მოგვითხრობს ბიზნესმენზე, რომლის ადგილსაც ქუჩის მაწანწალა დაიკავებს. მისი ბოსები ნაძლევს დადებენ, რომ ყველას შეუძლია მუშაობა და კომპანიის მართვა.

რეალური სიყვარული (Love Actually) – რამდენიმე სიყვარულის ისტორია, რომელსაც ერთი ქალაქი და ერთი გრძნობა აერთიანებთ. ბრიტანული რომანტიკული კომედია ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საშობაო ფილმად ითვლება.

შვებულება (The Holidays) – ამერიკელი ამანდა და ბრიტანელი აირისი ერთმანეთის დასახმარებლად სახლებს გაცვლიან. ისინი ნამდვილ სიყვარულს ეძებენ.

ახალი საშობაო ზღაპარი (Scrooged) – ბიზნესმენ ფრენკ კროსს შობის ღამეს ზებუნებრივი ძალების წარმომადგენლები ეწვევიან. ბიზნესმენს ფულის სიყვარულის გარდა, კიდევ ბევრი რამ აქვს სასწავლი.

სანამ გეძინა (While You Were Sleeping) – გოგონა კაცს სიკვდილისაგან იხსნის, მაგრამ ახლა ის საავადმყოფოში წევს და კომაშია. სანამ კაცს სძინავს, გოგონა მისი ოჯახის წევრებს მამაკაცის საცოლე ჰგონიათ.

სრულიად შეშლილი (Mixed Nuts) – ფილიპი ნდობის ტელეფონს ხელმძღვანელობს. მისმა თანამშრომლებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ხალხს თვითმკვლელობა გადააფიქრებინონ.

ფრთხილად, მძევალი (The Ref) – მძარცველი ხვდება, ერთი შეხედვით, მშვიდი ამერიკული ოჯახის სახლში, მაგრამ მოგვიანებით აღმოაჩენს, რომ იქ ყოფნას ნებისმიერი ციხეში მოხვედრა ურჩევნია.

საშობაო ისტორია (A Christmas Carol 2009) – ძველი ისტორია სკრუჯზე, რომელსაც ყველაფერი სძულს, გარდა საკუთარი საფინანსო საქმიანობისა. თუმცა შობის ღამე მას ბევრ სიურპრიზს უმზადებს.

როგორ მოიპარა გრინჩმა შობა (How the Grinch Stole Christmas) – განმარტოებით მცხოვრები მწვანე არსება გრინჩი გადაწყვეტს, რომ შობის დღესასწაული მოიპაროს, რადგან ის ვერ იტანს შობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი