ახალი ამბები

პარლამენტი მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების საკითხს განიხილავს

29 დეკემბერი, 2015 • 2031
პარლამენტი მინისტრთა ახალი კაბინეტის დამტკიცების საკითხს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომაზე ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილისა და მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების საკითხს განიხილავს. პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, მინისტრთა კაბინეტს, სავარაუდოდ, პარლამენტი დღესვე დაამტკიცებს.

გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტს მინისტრთა კაბინეტი უცვლელი სახით წარუდგინა.

ამ წუთებში პარლამენტს სიტყვით პრემიერ-მინისტორიბის კანდიდატი მიმართავს.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 23 დეკემბერს გადადგა, რის შემდეგაც მმართველმა გუნდმა პარლამეტს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად გიორგი კვირიკაშვილის კანდიდატურა წარუდგინა.

მასალების გადაბეჭდვის წესი